რუსული ელიტის ბევრმა იახტამ, რომლებიც არ დაუპატიმრებიათ, შეიცვალა კარიბის პორტებში რეგისტრაცია და მალაიზიის დროშაზე გადავიდა.
ერთდროულად ოთხმა რუსმა მილიარდერმა თავისი გემების რეგისტრაციის პორტი ამ ქვეყანაზე შეცვალა. მათ შორისაა СУЭК-ის დამფუძნებლის ანდრეი მელნიჩენკოს იახტა A, ვლადიმერ პოტანინის Nirvana (88.5 მ), ლეონიდ მიხელსონის Pacific X (85 მ), ასევე VTB ბანკის პრეზიდენტის ანდრეი კოსტინის ორი გემი - Sea Rhapsody (65 მ) და Serenity and Unity (62 მ).
თუმცა, ამ იახტებით მსოფლიოში მოგზაურობა შეზღუდულია და ისინი ძირითადად არაბთა გაერთიანებული საამიროების პორტებშია გაჩერებული. ბოლოს იახტა A მალდივის კუნძულებზე გაემგზავრა, Pacific X - სამხრეთ აფრიკაში, ხოლო ანდრეი კოსტინის იახტები თურქეთის ქალაქ ბოდრუმთან ახლოს დაცურავდნენ.