The Times-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანში საპროტესტო მძლავრი მუხტის შედეგად შექმნილი არასტაბილური მდგომარეობის გამო, რუსულ სატვირთო თვითმფრინავებს თეირანიდან ოქროს დიდი მარაგები გააქვთ.

ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა და უსაფრთხოების საკითხებში ყოფილმა მინისტრმა, ტომ ტუგენდჰატმა თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა, რომ ბრიტანული სადაზვერვო წყაროების ინფორმაციით, „რუსული სატვირთო თვითმფრინავები თეირანში ეშვებიან და ირანიდან ოქროს დიდ პარტიებს ეზიდებიან“.