რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა  Forbes-ის უკრაინული სიის ყოფილი წევრი, ალკოჰოლური ჰოლდინგის Global Spirits-ის დამფუძნებელი ევგენი ჩერნიაკი.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ჩერნიაკის წინააღმდეგ საქმე აღძრულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.1 მუხლის 1.1 ნაწილით (ტერორიზმის დაფინანსება). რუსული გამოძიების ვერსიით, უკრაინელმა ბიზნესმენმა და „სხვა პირებმა“ 500 მილიონ რუბლზე მეტი გადასცეს უკრაინის შეიარაღებული ძალების და სხვა უკრაინული შეიარაღებული ფორმირებების სამხედროებს რუსეთის ტერიტორიაზე „ტერორისტული მოქმედებების განხორციელებისთვის“. გარდა ამისა 2023 წლის ივნისშ ჩერნიაკმა უკრაინის შეიარაღებული ფორმირებებისთვის 90 მილიონი რუბლის ღირებულების  საბრძოლო ოპერაციებისთვის საჭირო საქონელი შეიძინა.

ჩერნიაკის საქმის ფარგლებში, მისი ორი სანდო პირი დააკავეს, მათ ბრალი ქრთამის მიცემასა და ქრთამთან დაკავშირებით შუამავლობაში ედებათ.  გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცავებმა ჩაატარეს 10-ზე მეტი ჩხრეკა მოსკოვში, მოსკოვის რეგიონსა და სხვა რეგიონებში, უახლოეს მომავალში განიხილება ჩერნიაკის ჰოლდინგში მყოფი ორგანიზაციების წილების დაკავების საკითხი, ასევე გამომძიებლები ამზადებენ დოკუმენტებს. ფინანსური და ეკონომიკური ექსპერტიზისთვის - იუწყება საგამოძიებო უწყება.

ევგენი ჩერნიაკმა უკრაინული Forbes-ის მიხედვით 2021 წელს მე-19 ადგილი დაიკავა 100 უმდიდრესი უკრაინელის სიაში, მისი ქონება 470 მილიონ დოლარად შეფასდა. ჩერნიაკი არის Global Spirits-ის ალკოჰოლური ჰოლდინგის დამფუძნებელი, რომელიც ასევე აწარმოებს არაყს „ხორტიცა“. ის  2018 წლიდან.ასევე მართავს ბიზნესის შესახებ YouTube არხს  Big Money.

2022 წლის აპრილში არაყ „ხორტიცას“ ჩამომსხმელმა რუსულმა ქარხნებმა და  Global Spirits-ის ჰოლდინგში შემავალმა სხვა საწარმოებმა, ასევე მათმა დისტრიბუტორმა სავაჭრო სახლმა მეგაპოლისმა მფლობელი შეიცვალა. რუსული მედიის ცნობით, კვიპროსულ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის ნაცვლად მფლობელი ახლა, ვინმე ალექსანდრ ბესპალოვია. ალკოჰოლის ბაზარზე ვარაუდობდნენ, რომ საწარმოების შეცვლა შეიძლება საჭირო გახდა რუსეთში აქტივების „მოჩვენებითი გასხვისებისთვის“, გარიგება ატარებს ფორმალურ ხასიათს და აქტივები ჩერნიაკის კონტროლქვეშ რჩება. ამასთან, Global Spirits-ი უარყოფს, რომ ბიზნესმენი ფლობს აქტივებს რუსეთში.

ამასთან. ევგენი ჩერნიაკი გამოცხადებულია Shamal-2023 ფორუმის ჰედლაინერად, რომელიც 5 ივლისს იწყება ალმათის მახლობლად.