პირველ კვარტალში ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობის შესახებ, რუსეთის ფედერალური სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის ანგარიში რუსეთში ნავთობის მოპოვებაზე მონაცემებს არ მოიცავდა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Коммерсант ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სტატისტიკის სამსახურმა ნავთობის მოპოვების მონაცემები 2023 წლის იანვარსა და თებერვალში , ასევე 2022 წლის დეკემბრის და მთელი გასული წლის სტატისტიკა  გამოაქვეყნა.

კონდენსატის გათვალისწინებით, 2023 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, რუსეთში ნავთობის მოპოვება 8.5%-ით - 42.1 მილიონ ტონამდე შემცირდა, ამავდროულად, ბარელებში საშუალო დღიური მოპოვება 1.3%-ით გაიზარდა და 11.02 მილიონი ბარელი შეადგინა.

ამავდროულად, სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მარტში რუსეთში გაზის მოპოვება 49.8 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდა, რაც 15.3%-ით ნაკლებია 2022 წლის მარტთან შედარებით, მაგრამ 6.4%-ით მეტი 2023 წლის თებერვალთან შედარებით.

მთლიანობაში, პირველ კვარტალში რუსეთში 149 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აწარმოეს, რაც 14.1%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.