რუსეთის მთავრობამ 2026 წლის 15 თებერვლიდან 30 ივნისამდე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებს გარეთ მარცვლეულის, მათ შორის ხორბლის, ქერის და სიმინდის ექსპორტისთვის კვოტა დააწესა, რომლის საერთო მოცულობა 20 მლნ ტონაა, - ამის შესახებ ფედერაციის მთავრობის განცხადებაში წერია.

ჭვავის ექსპორტზე კი ნულოვანი კვოტა იმოქმედებს. 

„ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მარცვლეულის შიდა ბაზარსა და უცხოეთში მიწოდებას შორის ოპტიმალური ბალანსის შენარჩუნებას.

ის მიღებულ იქნა რუსეთის ბაზარზე მარცვლეულის წარმოებისა და მოხმარების პროგნოზირებული მაჩვენებლების გათვალისწინებით,“ - წერია განცხადებაში.