რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მწერალ მიხეილ ლერმონტოვის მკვლელობის საქმის გამოძიება დაიწყო - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფოს დუმას დეპუტატმა და სახალხო არტისტმა, ნიკოლაი ბურლიაევმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.
"არსებითი მუშაობა უკვე დაწყებულია, მათ შორის ტექნიკური კუთხით. პროგრესსა და შედეგებზე ინფორმაციას გაავრცელებთ", - ამბობს ბურლიაევი.
ცნობისთვის, ლერმონტოვის საქმის გამოძიებას ეწინააღმდეგება ლიტერატურათმცოდნე იგორ სარტაკოვი, რომელიც მიიჩნევს, რომ დუელი ლერმონტოვსა და ყოფილ მაიორ მარტინოვს შორის წესების სრული დაცვით ჩატარდა და გამოძიებას არ საჭიროებს.
შეგახსენებთ, ლერმონტოვი 1842 წელს, 26 წლის ასაკში მაიორ ნ.მარტინოვთან დუელის შედეგად დაიღუპა. დეპუტატის მტკიცებით, მეცნიერები და ექსპერტები მაშინ ჩატარებულ გამოძიებას არაკეთილსინდისიერად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ გამოძიების შედეგები დადასტურებას საჭიროებს.
სხვათა შორის, 2024 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ კინოკომპანია Star Media გადაიღებდა ფილმს მიხაილ ლერმონტოვზე. ბიოგრაფიის რეჟისორია სტეპან კორშუნოვი (ჩელიუსკინი. პირველი, გაზაფხულამდე ნახევარი საათი). პრემიერა 2026 ან 2027 წელს არის დაგეგმილი.
1986 წელს ნიკოლაი ბურლიაევმა გადაიღო ფილმი "ლერმონტოვი" საკუთარი სცენარის მიხედვით, რომელშიც თავადვე შეასრულა მთავარი როლი. თუმცა, ფილმი არ გამოვიდა და თითქმის 40 წელი იდო თაროზე. რეჟისორის თქმით, ფილმის აკრძალვის მიზეზი ის იყო, რომ მასში "მინიშნებაა გარკვეული მისტიკური ორგანიზაციის სახელმწიფო შეთქმულებაზე ორი უდიდესი პოეტის - პუშკინისა და ლერმონტოვის წინააღმდეგ. ეს არის ორგანიზაცია, რომელშიც იმ დროს შედიოდნენ სახელმწიფოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები“, რაც დღეს მასონების სახელითაა ცნობილი.