რუსეთმა Danone-სა და Carlsberg-ს აქტივები ჩამოართვა. შესაბამის ბრძანებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა. რომლის მიხედვითაც, დანიური ლუდის მწარმოებელი კომპანია Carlsberg-ის და ფრანგული რძის მწარმოებელი კომპანია Danone-ის აქციები დროებით მართვაში რუსეთის ფედერაციის ქონების მართვის ფედერალურ სააგენტოს გადაეცა. განკარგულება იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე კვირას გამოქვეყნდა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სახელმწიფომ უცხოური კომპანიების მილიარდი დოლარის რუსული აქტივები მართვის ქვეშ აიღო. ქონების მართვის ფედერალური სააგენტოს მენეჯმენტზე გადაცემული აქტივების სიაში უკვე შედის FORTUM.HE-სა და გერმანული Uniper UN01.DE-ის წილები. ამ გადაწყვეტილებას პუტინმა ხელი აპრილში მოაწერა.

აღნიშნული კანონი მოსკოვმა მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღო. კანონი აქტივების ჩამორთმევას ისახავს მიზნად ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთისთვის „არამეგობრულ ქვეყნებთან“.