დანიურმა კონცერნმა, Carlsberg-მა, ყველანაირი საქმიანი კავშირები გაწყვიტა რუსეთთან და უარს ამბობს მოურიგდეს რუსეთის მთავრობას, რომელსაც სურს, კანონიერად გააფორმოს ფირმის აქტივების კონფისკაცია - განაცხადა კომპანიის ახალმა ხელმძღვანელმა.
კონცერნი გასული წლიდან ცდილობს გაყიდოს თავისი შვილობილი ფირმა „ბალტიკა“ რუსეთში, სხვა დასავლური ფირმების კვალდაკვალ, რომლებმაც რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების გამო დატოვეს. თუმცა როგორც Reuters-ი წერს, როცა ივნისში ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ მყიდველს მიაგნო, მომდევნო თვეში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადგილობრივ ლუდსახარშ კომპანიაში Carlsberg-ის წილის დროებითი ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო.
„გვერდს ვერ ავუვლით ფაქტს, რომ მათ მოიპარეს ჩვენი ბიზნესი და რომ ჩვენ არ ვაპირებთ დავეხმაროთ მათ, ეს კანონიერად გაასაღონ“, - განაცხადა კონცერნის გენერალურმა დირექტორმა იაკუჰ აარუპ-ანდერსენმა, რომელმაც თანამდებობა სექტემბერში დაიკავა.
Carlsberg-ს რუსეთში რვა ქარხანა ჰქონდა, სადაც 8400 ადამიანი იყო დასაქმებული. შარშან „ბალტიკის" ღირებულება 1,41 მილიარდ დოლარად შეფასდა.