რუსეთის სახელმწიფო სექტორის მიერ ნავთობისგან და გაზისგან დეკემბერში მიღებული მოგება, სავარაუდოდ, თითქმის განახევრებული იქნება გასულ წელთან შედარებით, რაც ნედლი ნავთობის ფასის კლებით და რუბლის გამყარებითაა გამოწვეული - იუწყება სააგენტო Reuters-ი საკუთარ გათვლებზე დაყრდნობით და წერს, რომ დეკემბრის მოგება 410 მილიარდი რუბლის, ანუ ხუთი მილიარდ დოლარზე ცოტა მეტის ოდენობის იქნება. ეს არის მინიმალური მონაცემი 2020 წლის აგვისტოდან - როცა ენერგომატარებლების გაყიდვები პანდემიის გამო შემცირდა და 405 მილიარდი რუბლი შეადგინა, აღნიშნავს სააგენტო

ნავთობითა და გაზით მოპოვებული მოგება კრემლისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა, იმ ფონზე, როცა ფედერალური ბიუჯეტი მასშტაბურად იხარჯება თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე, მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში სრული მასშტაბით შეიჭრა.

გავრცელებული ვარაუდით, მთელი წლის მოგება თითქმის მეოთხედით შემცირდება და 8,44 ტრილიონ რუბლს გაუტოლდება - რაც ნაკლებია რუსეთის ფინანსთა სამინისტროს გათვლებთან შედარებით. სამინისტრო 8,65 ტრილიონი რუბლის მიღებას ვარაუდობდა - წერს Reuters-ი.

www.radiotavisupleba.ge