რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა აღიარა ჩრდილო კორეელი სამხედროების მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში. კერძოდ, გერასიმოვმა პუტინს კურსკის ოლქის "გათავისუფლება" უპატაკა, სადაც კორეის "სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის" მებრძოლები შეაქო:

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა კურსკის ოლქის სასაზღვრო რაიონების განთავისუფლებაში, რომლებმაც ჩვენს ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს უკრაინის არმიის საბრძოლო ჯგუფის განადგურებას, რომელმაც დაიწყო შეჭრა. კორეის სახალხო არმიის ჯარისკაცები და ოფიცრები რუს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ასრულებდნენ საბრძოლო ამოცანებს და უკრაინული შეჭრის მოგერიების პროცესში აჩვენეს მაღალი პროფესიონალიზმი და ბრძოლაში გამოიჩინეს გამძლეობა, გამბედაობა და გმირობა“. - აცხადებს გერასიმოვი.