რუსეთი და აშშ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მართვას უკრაინის მონაწილეობის გარეშე განიხილავენ, – ამის შესახებ „კომერსანტი“ წერს. როგორც გამოცემაშია აღნიშნული, აღნიშნულ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსული ბიზნესის წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„კომერსანტის“ ცნობით, ვლადიმერ პუტინმა აშშ-სთან და უკრაინასთან სამშვიდობო გეგმის მოლაპარაკებებზე ისაუბრა.
როგორც გამოცემა წერს, პუტინმა აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე დაინტერესებულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მაინინგის ორგანიზებით. მისივე თქმით, აშშ-ის ინიციატივით, მხარეები უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხსაც განიხილავენ.
1tv.ge