რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა სარაკეტო შეტევა ოდესაზე მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, 22 კი დაშავდა, დაშავებულებს შორის არის ოთხი ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი შენობები და ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი. ტელეგრამ-არხები ქალაქის დანგრეული ტაძრის მდგომარეობის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებენ.

ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს და იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება.