საუდის არაბეთის ადვოკატმა ნუუფ ბინტ აჰმედმა განაცხადა, რომ ალ-ნასრის ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ სარჩელი პროკურატურაში შევიდა.
ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა ფეხბურთელის საქციელზე მეტოქის მოედანზე საუდის არაბეთის ჩემპიონატის ალ-ჰილალის გუნდთან მატჩის შემდეგ. მასპინძელთა გულშემატკივრებმა რონალდუს მოედნის დატოვების პროვოცირება დაიწყეს შეძახილებით: „მესი! მესი!“, საპასუხოდ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სასქესო ორგანოზე გააკეთა მინიშნება.
„ალ-ჰილალის გულშემატკივრებს რონალდუს პროვოცირებაც რომ მოეხდინა, მას არ უნდა ეპასუხა. რონალდუს საქციელი დანაშაულია. მისი საჯარო უხამსობა არის ერთ-ერთი დანაშაული, რომელიც ისჯება დაპატიმრებითა და დეპორტით, თუკი უცხოელმა ჩაიდინა, - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელებში“, - დასძინა მან.
მატჩი 2-0 დასრულდა ალ-ჰილალის სასარგებლოდ.
რონალდუ ალ ნასრს 2022 წლის დეკემბერში შეუერთდა. საუდის არაბეთის ჩემპიონატის 11 მატჩში მან 11 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.