რომის პაპმა, ფრანცისკემ უნგრეთში სამდღიანი სტუმრობის მესამე დღეს უნგრეთს მოუწოდა, ნუ ჩაუკეტავს კარს მიგრანტებს და მათ, ვინც „უცხოა ან არ გვგავს ჩვენ.“

ფრანცისკეს მიერ 30 აპრილს ბუდაპეშტში ღია ცის ქვეშ გამართული მესის დროს წარმოთქმული სიტყვები, მსუბუქი კრიტიკად გაისმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიმართ, რომელიც ანტიმიგრანტულ პოლიტიკას ატარებს.

Reuters-ის ინფორმაციით, უნგრეთის დედაქალაქში ათიათასობით ადამიანი მივიდა მესაზე, რათა ენახათ კათოლიკეთა მამამთავარი მისი ვიზიტის ბოლო დღეს. ორბანმა, რომელიც მესას ესწრებოდა, განაცხადა, რომ ის არ დაუშვებს, რომ უნგრეთი „მიგრანტების ქვეყნად“ გადაიქცეს.

უნგრეთმა რკინის ღობე აღმართა სერბეთთან საზღვარზე, რათა არ დაუშვას მიგრანტების გადასვლა ევროკავშირის და ნატოს წევრი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე.