ამსტერდამი 2024 წელს ევროპელი საქმიანი მოგზაურებისთვის მოკლე მანძილის ფრენების მთავარი დანიშნულება იყო, ხოლო ნიუ-იორკი გრძელვადიანი ფრენებისთვის – მონაცემებს BCD Travel აქვეყნებს.

მთლიანობაში, რეგიონში საქმიანი ტურისტების ევროპული მიმართულებების სია წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა: ხუთეულს ამთავრებენ ლონდონი, ფრანკფურტი, მიუნხენი და პარიზი.

როგორც 2023 წელს, აშშ-ის მიმართულებები დომინირებს ევროპელი საქმიანი მოგზაურებისთვის ყველაზე პოპულარული ინტერკონტინენტური ქალაქების სიაში, სადაც ლიდერობენ ნიუ-იორკი და ჩიკაგო. დუბაი (მე-3 ადგილი) და შანხაი (მე-9 ადგილი) იყო ერთადერთი ქალაქები შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ ევროპელი საქმიანი მოგზაურებისთვის გრძელვადიანი მიმართულებების ათეულში.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე