საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულებული ფრენების რაოდენობა 2025 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით გაიზარდა.

საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა მზარდ ტენდენციას განაგრძობს. 2025 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, საქაერონავიგაცია ჯამურად მოემსახურა 65 531 ფრენას, რაც 18%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

განსაკუთრებით გამოიკვეთა ზრდა ტრანზიტული ფრენების მიმართულებით, რომლის მაჩვენებელმა 2025 წლის პირველ სამ თვეში 49 130 ფრენა შეადგინა, რაც 18%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტებში 14 401 აფრენა-დაფრენა განხორციელდა, რაც 15%-იანი ზრდაა 2024 წელთან შედარებით.

საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად TURKISH AIRLINES INC. (2 768), AZERBAIJAN AIRLINES – AZAL (2 391) და DEUTSCHE LUFTANSA (1 791) იყენებენ, საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის ტოპ მომხმარებლად 2025 წლის პირველ კვარტალში ისევ WIZZ AIR HUNGARY KFT(1 529), GEORGIAN AIRWAYS (1 185) და AZERBAIJAN AIRLINES – AZAL (918) დაფიქსირდნენ.

წყარო: avianews.ge