TripleA მონაცემებით,  ამ დროისთვის ციფრული აქტივებს დაახლოებით 31 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

ჩნდება კითხვა: რომელი ქვეყნები ლიდერობენ ევროპაში კრიპტოვალუტის მომხმარებელთა რაოდენობით?

Chainalysis-მა, ბლოკჩეინის მონაცემთა პლატფორმამ, რომელიც დაფუძნებულია ნიუ-იორკში, შეიმუშავა ინდექსი ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. 0-დან 1-მდე მასშტაბით, რომელიც აჩვენებს თუ სად ახდენს ადამიანების უმეტესობა მათი სიმდიდრის უდიდეს ნაწილის ინვესტირებას კრიპტოვალუტაში.

ამ მხრივ სამი ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთით მდებარეობს. ლიდერთა შორისაა უკრაინა (0,215), თურქეთი (0,142) და რუსეთი (0,140).

შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი (0.121) მეოთხეზე და ესპანეთი (0.062) მეხუთე ადგილზე.

თუმცა, თუ მთლიან გლობუსს განვიხილავთ, მაშინ ევროპა უკანა პლანზე გადადის. ამ სფეროში ნამდვილი ლიდერი დედამიწის სამხრეთ ნაწილია.

მსოფლიოში კრიპტოვალუტების გავრცელებით ინდოეთი ლიდერობს, რომელიც იღებს მაქსიმალურ ქულას ინდექსზე (1). შემდეგ მოდის ნიგერია (0,642) და ვიეტნამი (0,568).

მეოთხე და მეხუთე ადგილებზე 0,5-ზე ნაკლები მაჩვენებლით არიან შეერთებული შტატები (0,367) და უკრაინა (0,215). ეს უკანასკნელი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელიც შედის მსოფლიო ლიდერების ხუთეულში და ათეულში.

Chainalysis-ის თანახმად, ცენტრალური და სამხრეთ აზია არის ის რეგიონი, სადაც კრიპტოვალუტების ყველაზე დიდი ათვისება მოხდა. სწორედ აქ მდებარეობს ტოპ 10 ქვეყნიდან ექვსი.

Chainalysis-ის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტებმა 2022 წლის ბოლოს მომხდარი არეულობის შემდეგ აღდგენა დაიწყეს. ციფრული აქტივების მიღების მაჩვენებლები კვლავ მცირდება და შორს არის ისტორიული მაქსიმუმებისგან.

თუმცა ეს ყველგან ასე არაა. ციფრული აქტივებისადმი  გაცილებით დიდი ინტერესია  საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ვიდრე სხვაგან.

Chainalysis-ის მიხედვით, ეს პერსპექტიული შესაძლებლობაა კრიპტოვალუტის შემქმნელებისთვის. კომპანიის განმარტებით, იმის გამო რომ საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს ხშირად აქვთ განვითარებადი, დინამიური ეკონომიკა, მრეწველობა და მოსახლეობა, ისინი შეიძლება გახდნენ შემდეგი ძირითადი მოთამაშეები გლობალურ თამაშში. შედეგად, კრიპტოვალუტა მათ მომავალში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, პროგნოზირებს Chainalysis.

შეიძლება ითქვას, რომ ელ სალვადორი უკვე ერთი ნაბიჯით წინ არის. 2021 წლის სექტემბერში, ის გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა ბიტკოინი ლეგალურ გადახდის საშუალებად და დაავალა ქვეყნის ყველა ბიზნესს ციფრული ვალუტის მიღება.