ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი  გაიზარდა – 0,01 – 1,56 ევროთი/ლიტრზე,  დიზელის საწვავის საშუალო  ფასი  გაიზარდა - 0.02 – 1,49  ევროთი/ლიტრზე. 

ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, შვეიცარიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.

30 ივნისის  მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 2,20 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.40 ევროს, დიზელის საწვავი - 1,92 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,97 ევროს,  A-98 მარკის ბენზინი - 2,13 ევროს, დიზელის საწვავი - 1,80 ევროს; ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,85 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,95  ევროს, დიზელის საწვავი - 1.75 ევროს;

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის  ბენზინი - 0,565 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,60 ევრო , A-98  მარკის  ბენზინი - 0,71 ევრო, დიზელის საწვავი - 0,71 ევროს.

ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.

კერძოდ:

სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის  ბენზინის ფასი შეადგენს  - 1.180 ევროს, A-95 მარკის ბენზინი - 1,28 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.81 ევროს, დიზელის საწვავი - 1.30 ევროს;

აზერბაიჯანში - A-92 მარკის  ბენზინი -0,551 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,10 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,27 ევროს; დიზელის საწვავი - 0,44 ევროს;

უკრაინაში - A-92 მარკის  ბენზინი - 1,238 ევროს, A-95 მარკის  ბენზინის ფასი - 1,30 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.39 ევროს, დიზელის საწვავი - 1,22 ევროს; 

თურქეთში - A-95  მარკის  ბენზინის ფასი - 1.20 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.22 ევროს, დიზელის საწვავი - 1.21 ევროს.

მოლდოვაში - A-92 მარკის ბენზინი - 1,266 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 1,28 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,56 ევროს, დიზელის საწვავი - 1,11 ევროს.

ბელარუსში - A-92 მარკის  ბენზინი - 0,672 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 0,70 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,77  ევროს, დიზელის საწვავი - 0,70 ევროს.

ცნობისათვის, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს - A-92 მარკის  ბენზინი - 1,055 ევროს,  A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,12  ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.25 ევროს; დიზელის საწვავი - 1.13 ევროს;