რობერტ დე ნიროსა და ალ პაჩინოს მეგობრობა უკვე ხუთ ათწლეულზე მეტს ითვლის. პირველად ერთმანეთს The Godfather-ის მეორე ნაწილის გადაღებისას შეხვდნენ. შემდეგ ერთად რამდენიმე სხვა ფილმშიც გამოჩნდნენ, მათ შორის Heat-სა და The Irishman-შიც. თუმცა ახლა მათ სრულიად განსხვავებულ შემოქმედებით პროექტში ვხედავთ — თუ თავად Moncler თბილი ქურთუკების შექმნით არის ცნობილი, ახლა ბრენდს სურს, მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს შორის არსებულ სითბოზეც გაამახვილოს ყურადღება, ამიტომაც ეს მისია 80 წელს გადაცილებულ მსახიობებს დააკისრა, ადამიანებს, რომელთაც ბევრი დაუგროვდათ მოსაყოლი თავიანთ მეგობრობასა და შემოქმედებით პარტნიორობაზე…
კამპანიისთვის სურათები სახელგანთქმულმა პორტრეტების ფოტოგრაფმა პლატონმა გადაიღო, შედეგად კი მეგობრებს შავ-თეთრ კადრებში ვხედავთ — ერთ სურათში სახურავზე არიან და ნიუ-იორკის ცათამბჯენებს გადაჰყურებენ…
ფოტოგრაფი მათ დღეგრძელობას აფიქსირებს, ნაოჭებითა და ასაკობრივი ლაქებით… მათ პირად სივრცეშიც გვახედებს და მასკულინობის უფრო რბილ მხარეს ასახავს — კონტრასტს ქმნის იმ მაჩო როლებთან, რომლებიც მსახიობებმა კარიერის განმავლობაში შექმნეს, რითაც კადრები კიდევ უფრო საინტერესო ხდება.
სურათებდათ ერთად, მოკლე ვიდეოების სერიასაც გვთავაზობენ, რომელშიც მსახიობები თავიანთი დიდებული ხმით გვესაუბრებიან: