Red wings-მა, ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი დაამატა რუსულმა ავიაკომპანია Red wings-მა, ქვეყნების ჩამონათვალში „აფხაზეთი“ დაამატა, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე flyredwings.com აფხაზეთი დღეს გამოჩნდა, მანამდე აფხაზეთი ჩამონათვალში არ იძებნებოდა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Red Wings-ზე ნებართვა 18 მაისს გასცა. მაშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია ფრენებს 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე დაიწყებდა. თუმცა ამ დრომდე კომპანიის ვებგვერდზე ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო არ გამოჩენილა, შესაბამისად, არც ბილეთების გაყიდვები დაწყებულა, თუმცა დღეს Red Wings-მა - „აფხაზეთი“ დაამატა.