27 აგვისტოს კონფერენსლიგაზე ანდორის „ინტერ ესკალდესისა“ და კოსოვოს „დრიტას“ შორის პლეიოფის მატჩს გიორგი ყრუაშვილი განსჯის. მის ასისტენტად ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი იმუშავებენ, მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იქნება, ხოლო ვიდეორეფერი – ალეკო აფციაური.

უეფა-ს ტურნირზე პირველად იმუშავებს გრიგოლ ბლიაძე, რომელიც ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის წინასწარი ეტაპის H ჯგუფის (სადაც ბულგარეთის „ამიგო ნორსვესტი“, ფინეთის „მედ მაქსი“, მოლდოვის „კლიკი“ და ანდორის „რეინჯერსი“ ითამაშებენ) მატჩებზე დანიშნეს – ქართველი არბიტრი ორ შეხვედრაში – მთავარი, ხოლო ერთ მატჩში მესამე მსაჯი იქნება.

ტურნირს 26-დან 29 აგვისტომდე ბულგარეთი უმასპინძლებს.

პირველი არხი