უალკოჰოლო ლუდისა და სიდრის გლობალური ბაზარი 2027 წლისთვის 11,6 მილიარდ დოლარს მიაღწევს და გაიზრდება დაახლოებით 16%-ით, ხოლო უალკოჰოლო ძლიერი სასმელების ბაზარი ზრდის კიდევ უფრო დიდ ტემპებს აჩვენებს - 2024-2028 წლებში ის გაიზრდება 36,7%-ით $478,9 მილიონამდე – ასეთ პროგნოზებს, Just Drinks–ი, GlobalData-ს მიერ ჩატარებულ ბაზრის ანალიზზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ალკოჰოლის ბაზრის მსხვილი მოთამაშეები ითვალისწინებენ უალკოჰოლო სასმელების გაყიდვების სტაბილური ზრდის ტემპებს და სულ უფრო მეტად იღებენ ამ კატეგორიაში თავიანთი პორტფელის გაფართოების გადაწყვეტილებას.

rbc