ევროკავშირის უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და კონკურენტუნარიანობის საკითხები გახდება პრიორიტეტული, როდესაც პოლონეთი მიიღებს გაერთიანების თავმჯდომარეობას, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა. ამის შესახებ Associated Press–ი იუწყება.
„თავმჯდომარეობის პრიორიტეტები იქნება უსაფრთხოება ფართო გაგებით, ენერგეტიკა, როგორც ერთ-ერთი მთავარი პირობა, რომელიც აუცილებელია ევროკავშირისთვის სრული კონკურენტუნარიანობის აღსადგენად, მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფის დაცვა, სამართლიანი კონკურენცია“, - განაცხადა ტუსკმა.
პოლონეთი ევროკავშირს 2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით უხელმძღვანელებს.