2025 წელს გლობალური ინფლაცია ზომიერად შემცირდა და 4.2%-ს მიაღწია, - ამის შესახებ აღნიშნულია Visual Capitalist-ის პუბლიკაციაში.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ტარიფებმა საუკუნის მაქსიმუმს მიაღწია, 2025 წელს ქვეყნების ნაწილმა ტარიფების მიმართ მდგრადობა აჩვენა.

პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ 2026 წლისთვის სავალუტო ფონდი გლობალური ინფლაციის 3.7%-მდე შემცირებას პროგნოზირებს, მაშინაც კი, თუ ტარიფების გავლენა კვლავაც შენარჩუნდება.

ქვეყნების მიხედვით, 2025 წელს ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვენესუელაში დაფიქსირდა და 269.9%-ს მიაღწია, ყველაზე დაბალი კი, -0.1% პანამაში იყო.

10 ქვეყანა, სადაც 2025 წელს ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა:

  • ვენესუელა - 269.9%;
  • სამხრეთ სუდანი - 97.5%;
  • ზიმბაბვე - 89%;
  • სუდანი - 87.2%;
  • ირანი - 42.4%;
  • არგენტინა - 41.3%;
  • ბურუნდი - 37.3%;
  • თურქეთი - 34.9%;
  • მიანმარი - 31%;
  • მალავი - 28.2%.

10 ქვეყანა, სადაც ინფლაცია ყველაზე დაბალ ნიშნულზეა:

  • პანამა - -0.1%;
  • ჩინეთი - 0%;
  • ფიჯი - 0.1%;
  • კატარი - 0.1%;
  • შვეიცარია - 0.1%;
  • ლიხტენშტაინი - 0.1%;
  • ტაილანდი - 0.2%;
  • ბაჰრეინი - 0.3%;
  • სალვადორი - 0.3%;
  • სენტ-ლუისი - 0.4%.

ამ რეიტინგში 191 ქვეყანას შორის საქართველო 68-ე ადგილზე მოხვდა. მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2025 წელს ინფლაცია 3.9%-ს შეადგენდა.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ინფლაცია ყველაზე მაღალი თურქეთში იყო და 34.9% შეადგინა, რითაც მე-8 ადგილი დაიკავა.

თურქეთს 9%-იანი ინფლაციით მოსდევს რუსეთი, რომელიც 191 ქვეყანას შორის 27-ე ადგილზეა. 42-ე ადგილზე გავიდა აზერბაიჯანი, სადაც 2025 წელს ინფლაცია 4.2%-ს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ინფლაცია ყველაზე დაბალი სომხეთშია. უფრო კონკრეტულად, 2025 წელს სომხეთში ინფლაციამ 3.3% შეადგინა, რითაც მსოფლიოში 98-ე ადგილზეა.

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“