პორტუგალიურმა გამოცემა „ა ბოლამ“ გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგში“ გადასვლის დეტალებზე საინტერესო წერილი გამოაქვეყნა.

„ქოჩორაშვილი „ლომების“ ნახევარდაცვას გააძლიერებს. გაფორმებული კონტრაქტი გრძელვადიანია და 2030 წლამდე იმოქმედებს. ქოჩორაშვილი „ლომების“ გაძლიერებაა.

ფინანსური გარიგება „სპორტინგმა“ დაადასტურა. ქართველ ფეხბურთელში „ლევანტე“ 5,5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო დამატებით 2 მილიონ ევროს „სპორტინგი“ ბონუსების სახით გადაიხდის.

რაც შეეხება ქოჩორაშვილის გამოსასყიდ თანხას – ხელშეკრულება დაცულია 80 მილიონი ევროს გამოსასყიდი თანხით. ესპანური კლუბი ქოჩორაშვილის სამომავლო ტრანსფერიდან მიიღებს მოგების 12,5%-ს, რაც შეიძლება შემცირდეს 10%-მდე „სპორტინგის“ შეხედულებისამებრ.

ეს ამბავი უკვე დაადასტურა ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებულმა კლუბმა „ლევანტემ“ და დღეს საღამოს „ლომებმაც“, რომლებმაც განცხადება გაავრცელეს, სადაც დეტალურად აღწერეს გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს განხორციელებული ყველა ნაბიჯი.

ქოჩორაშვილის გარდა, „სპორტინგმა“ დაადასტურა ბრაზილიელი გარემარბის, ალისონ სანტოსის ტრანსფერი, რომელიც „ვიტორია და ბაიამ“ (ბრაზილია) „ლეირიაში“ იჯარით გაუშვა. ასევე განხორციელდა კიდევ სამი მოთამაშის ტრანსფერი. ბრაზილიელი გარემარბის, ბიელმას ტრანსფერი კლუბს 6,425 მილიონი ევრო დაუჯდა (პლუს 2 მილიონი ევრო ბონუსები),

„სპორტინგმა“ დაიმატა ორი ​​ახალგაზრდა მოთამაშე – 18 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი ერიკ ინგერბრეცენი და ბრატისლავის „სლოვანის“ 17 წლის სერბი მეკარე ლუკა პეტრიჩი“.

პირველი არხი