პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სააგენტო TASS წერს, რომ
დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა გრძელდება და გამოძიება შეიარაღებული აჯანყების ორგანიზების მუხლით მიმდინარეობს. სააგენტოს ინფორმაცია რუსეთის გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.
მანამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება.