რამდენიმე იტალიური და საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევამ, რომლის შედეგებიც ჟურნალ Scientific Reports–ში გამოქვეყნდა, გამოავლინა, თუ რას მიირთმევდნენ პომპეის მცხოვრებლები.
აღმოჩნდა, რომ მარცვლეული და პარკოსნები — ხორბალი, ქერი, ლობიო და ოსპი — მათ ყოველდღიურ რაციონში ცენტრალურ ადგილს იკავებდა. ქალაქის ღარიბი მცხოვრებლები ხშირად მიირთმევდნენ ფეტვს — ის უფრო იაფია და უფრო ხანგრძლივი შენახვის ვადა აქვს. ცილებით მდიდარი ეს კულტურები დღიური კალორიების მთლიანი მიღების 70%-მდე შეადგენდა.
ვეზუვის ფერდობებზე მოჰყავდათ ყურძნის 4 სახეობა, ლეღვი, ნიგოზი და ფინიკი.
პომპეის შეძლებული მცხოვრებლების მენიუში შედიოდა ხორცი - ღორის, ცხვრის და თხის ხორცი, ხოლო და ღარიბების - სხვადასხვა თევზი და ზღვის პროდუქტები, რომლითაც ხმელთაშუა ზღვა მდიდარია.
ღარიბების მაგიდაზე ყველაზე ხშირად ხვდებოდა ომარი, კრევეტები, თინუსი და გველთევზა.
მეცნიერებმა ქალაქში მრავალი ორგანული და ბიოლოგიური ნაშთი შეისწავლეს, რომლებიც იდეალურადაა შემონახული ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წლის ამოფრქვევის წყალობით.
მათ გამოიყენეს თანამედროვე სამეცნიერო მეთოდები, მათ შორის სტაბილური ნახშირბადისა და აზოტის იზოტოპების ანალიზი, რათა ზუსტად აღედგინათ პომპეუსის მოსახლეობის დიეტა, ასევე იმდროინდელი სასოფლო-სამეურნეო და მეცხოველეობის პრაქტიკა.
იზოტოპების ანალიზმა აჩვენა, რომ ამ ადგილებში ფართოდ იყო გავრცელებული გარუმი, ფერმენტირებული თევზის სოუსი. პომპეიში ასევე პოპულარული იყო ცხარე სანელებელი, რომელსაც ლიკვამენი ერქვა, რომელიც თევზის შიგნეულობის, კვერცხისა და მწვანილისგან მზადდებოდა.