პოლონეთში პრეისტორიული ზღვის არსების ნაშთები აღმოაჩინეს, რომელიც თითქმის 100 მილიონი წლისაა და 10 მეტრის სიგრძისაა. მეცნიერების შეფასებით, ეს იყო უძველესი ზღვების ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტაცებელი – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ნამარხი ანოპოლში მდებარე მაღაროში იპოვეს, რომელიც მდინარე ვისლას ნაპირებზე, სვიეტოკრჟისკის მთებთან ახლოს მდებარეობს.

შემონახული ფრაგმენტი, თავის ქალის ნაწილი, იქთიოზავრების ჯგუფის დიდ წარმომადგენელს ეკუთვნის.

მკვლევრების გამოთვლებით, ცხოველის სიგრძე 10 მეტრს აღწევდა — დაახლოებით ვეშაპის მსგავსი.