ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში, ეკლესიის რემონტის დროს, აღმოაჩინეს საფლავი, რომელიც, მკვლევრების აზრით, დ’არტანიანს ეკუთვნის, რეალურ მუშკეტერს, რომელმაც ალექსანდრე დიუმას პერსონაჟის შექმნა შთააგონა – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
სამარხში ინახებოდა მამაკაცის ნეშტი, რომელსაც ყბის ძვალში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ასევე XVII საუკუნის ფრანგული მონეტა - სწორედ ეს აღმოჩენები გახდა იდენტიფიკაციის სასარგებლოდ მთავარი მტკიცებულება.
ნეშტი უკვე გაგზავნილია ლაბორატორიაში, სადაც აპირებენ მის შედარებას მუშკეტერის შთამომავლების დნმ-თან.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ნაპოვნი მტკიცებულებები დამაჯერებლად გამოიყურება და მოახლოებულ ექსპერტიზას უფრო ფორმალობას უწოდებენ.