პოლონელმა კანონმდებლებმა მიიღეს კანონი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურს ბელარუსის საზღვარზე იარაღის გამოყენებას უმარტივებს.

კანონი საშუალებას მისცემს უსაფრთხოების სამსახურებს, საგანგებო სიტუაციებში ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენონ. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ კანონპროექტმა, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ინციდენტების სათანადო შემოწმებას.

„როიტერის“ ინფორმაციით, ამ კანონპროექტს საზოგადოების მხარდაჭერა აქვს, მაგრამ, უფლებადამცველების თქმით, ის არღვევს ადამიანის უფლებს. აქტივისტებს იმედი ჰქონდათ, რომ ტუსკის პროევროპული მთავრობა არ გაიმეორებდა წინა ხელისუფლების მიდგომებს მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით.

ვარშავაში, ისევე როგორც ევროკავშირში ფიქრობენ, რომ ბელარუსი და მისი მოკავშირე რუსეთი გამიზნულად ქმნიან ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მიგრანტების კრიზისს, რასაც მინსკი და მოსკოვი უარყოფენ.

შეგახსენებთ, სიტუაცია უკიდურესად მაშინ დამძიმდა, როცა საზღვარზე 21 წლის პოლონელი ჯარისკაცი დანით დაჭრეს და ის მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა.