პოლონეთი 36 ქვეყნისგან შემდგარ კოალიციას აყალიბებს, რომელიც საერთაშორისო ტურნირებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვებას შეეწინააღმდეგება, – ამის შესახებ განცხადება პოლონეთის სპორტის მინისტრმა კამილ ბორტნიჩუკმა გააკეთა.
„ჩვენ ვიმყოფებით 36 ქვეყნის პოზიციის ფორმირების პროცესში. 15 მაისს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ვგეგმავთ დეკლარაციის მიღებას, რომელიც მკაფიოდ და მკვეთრად გამოვა რუსებისა და ბელარუსების საერთაშორისო არენაზე დაბრუნების წინააღმდეგ“, – განაცხადა ბორტნიჩუკმა.