მექსიკური PlayBoy პირველია ქსელში, ვინც გარეკანზე, რეალური მოდელის ნაცვლად, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტო გამოიყენა.
თავად ჟურნალის ცნობით, სამანტა ევერლის ფოტოს გამოქვეყნებამ (ასე ჰქვია იმ მოდელს, რომლის სურათიც ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა) მედიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
პუბლიკაციის ავტორები ხაზს უსვამენ თავიანთ ერთგულებას გლობალური ტენდენციებისადმი და აცხადებენ, რომ ჟურნალის მკითხველები ერთ-ერთი პირველები იქნებიან, ვინც ხელოვნური ინტელქეტის მიერ შექმნილი მოდელის ფოტოებით დატკბებიან.
თავად ჟურნალი ფოტოების გამოქვეყნებით არ შემოიფარგლა. მათ სამანტას ინტერვიუც გააკეთეს.
„ჩემთვის პატივია, რომ გამოვჩნდი Playboy-ის პირველ ციფრულ გარეკანზე. ოცნება რომ შემეძლოს, ოცნება ამისრულდებოდა“, - ციტირებს გამოცემას გენერირებული მოდელის პასუხს.
სამანტა ჰგავს მოხდენილ ახალგაზრდა გოგონას ქერა თმით და ცისფერი თვალებით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიასაშუალებებმა ადამიანების რეალური ფოტოების ნაცვლად ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სურათები გამოაქვეყნეს გარეკანზე. გასული წლის გაზაფხულზე Vogue Singapore-მა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოები 3 ჟურნალის გარეკანზე გამოაქვეყნა.