ანალიტიკურმა პლატფორმა Sofascore-მა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი დაასახელა.
გუნდში ყველაზე მეტი, ხუთი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთის ნაკრებიდან მოხვდა, ორი – საფრანგეთიდან, თითო – შვეიცარიიდან, არგენტინიდან, ინგლისიდან და ნორვეგიიდან.
Sofascore-ის ვერსიით, მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი:
მეკარე: გრეგორ კობელი (შვეიცარია)
მცველები: მარკ კუკურელია, პედრო პორო, პაუ კუბარსი, აემერიკ ლაპორტი (ესპანეთი)
ნახევარმცველები: როდრი (ესპანეთი), ჯუდ ბელინგემი (ინგლისი), უსმან დემბელე (საფრანგეთი)
თავდამსხმელები: კილიან მბაპე (საფრანგეთი), ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია), ლიონელ მესი (არგენტინა)
მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი 10 გოლით კილიან მბაპე გახდა, ხოლო FIFA-მ საუკეთესო ფეხბურთელად როდრი აღიარა.