ფიფა-მ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „პარი სენ-ჟერმენისა“ და მადრიდის „რეალის“ ნახევარფინალური ეტაპის მატჩის მთავარ არბიტრად პოლონელი შიმონ მარჩინიაკი დანიშნა.
მარჩინიაკის ასისტენტები ასევე პოლონელები – ტომაშ ლისტკიევიჩი და ადამ კუპშიკი იქნებიან. შეხვედრის ტექნიკური არბიტრი კი ალჟირელი მუსტაფა გორბალია.
44 წლის პოლონელი არბიტრისთვის აღნიშნული მატჩი ფიფა-ს 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მესამე იქნება. ის აქამდე „ინტერ მაიამი“ – „პალმეირასისა“ და მადრიდის „რეალი“ – „იუვენტუსის“ შეხვედრებს გაუძღვა.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ მადრიდის „რეალს“ 9 ივლისს ნიუ ჯერსიში დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.