ოთხშაბათს, ოქროს ფასმა სპოტურ ბაზარზე ისტორიაში პირველად გადააჭარბა 4,500 დოლარს უნციაზე და კიდევ ერთხელ განაახლა რეკორდი.

ოქროს ფასმა 0.1%-ით მოიმატა და უნციაზე 4,490.56 აშშ დოლარი შეადგინა, სესიის დასაწყისში კი რეკორდულ ნიშნულს - 4,525.77 აშშ დოლარს მიაღწია. Comex-ის ფიუჩერსებმა ასევე დააფიქსირა ახალი ისტორიული მაქსიმუმი - 4,555.1 აშშ დოლარი უნციაზე. ეს კონტრაქტები 4,520.6 აშშ დოლარამდე შემცირდა უნციაზე, რაც წინა სავაჭრო დღის დახურვასთან შედარებით 0.3%-ით მეტია.

ინვესტორები აგრძელებენ ოქროს, როგორც უსაფრთხო თავშესაფრის აქტივის ყიდვას გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდის პირობებში.

ვრცლად interfax – ზე