ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის კომპანია OpenAI-მ დაასრულა რეკაპიტალიზაცია და გაამარტივა კორპორატიული სტრუქტურა, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. მისი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელსაც ამჟამად OpenAI Foundation ჰქვია, ინარჩუნებს კონტროლს კომერციულ ორგანიზაციაზე, რომელიც მან 2019 წელს დააარსა. მისი წილი ამ ორგანიზაციაში დაახლოებით 130 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
კომერციული სუბიექტი საზოგადოებრივი სარგებლის კორპორაციად (PBC) გარდაიქმნა და OpenAI Group PBC-ს დაერქვა. ტრადიციული კორპორაციისგან განსხვავებით, საკუთრების ეს ფორმა საშუალებას იძლევა განხორციელდეს გამოცხადებული მისია და გათვალისწინებულ იქნას ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები.
ფონდსა და OpenAI ჯგუფს საერთო მისია აკავშირებთ: ხელოვნური ზოგადი ინტელექტის (AGI) სარგებელი მთელი კაცობრიობისთვის ხელმისაწვდომი გახადონ. AGI არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ადამიანის დონის ინტელექტით არის აღჭურვილი.
რეკაპიტალიზაციის შემდეგ, ფონდი კომერციული განყოფილების 26%-ს ფლობს. 27%-ს Microsoft Corp. ფლობს. დარჩენილი 47% კი ამჟამინდელ და ყოფილ თანამშრომლებსა და ინვესტორებს ეკუთვნით.