ჩატბოტ ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI ინდოეთში ახალი მასშტაბური მონაცემთა დამუშავების ცენტრის აშენებას გეგმავს.

კომპანია ქვეყანაში ადგილობრივ პარტნიორებს ეძებს, რათა შექმნას მინიმუმ 1 გიგავატი სიმძლავრის მონაცემთა ცენტრი, – იუწყება სააგენტო Bloomberg–ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

მონაცემთა ცენტრი შესაძლოა ინდოეთში ერთ-ერთი უდიდესი გახდეს, სადაც უკვე ჩადეს ინვესტიციები მსგავს პროექტებში ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Microsoft Corp. და Alphabet Inc.

ვრცლად Interfax - ზე