„OPEC+“-ის შვიდმა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა ივნისში ნავთობის მოპოვების კვოტების დღეში 188 000 ბარელით გაზრდა, – ნათქვამია OPEC-ის პრესრელიზში.
შვიდი ქვეყნის მინისტრების შემდეგი შეხვედრა 7 ივნისს არის დაგეგმილი.
ამგვარად, ივნისისთვის OPEC+-ის კვოტა, ყაზახეთისა და ომანისგან კომპენსაციის გათვალისწინებით, რომლებიც ჭარბი წარმოების ანაზღაურების გრაფიკს ექვემდებარებიან, დღეში 34,744 მილიონ ბარელს შეადგენს. ეს ალიანსის მიერ აპრილისთვის დაშვებულ წარმოების დონეზე 185,000 ბარელით მეტია.