რუმინულმა კომპანია OMV Petrom-მა დაასრულა ბულგარეთში ავსტრიული კომპანია Enery-ს მიერ შემუშავებული 400 მეგავატიანი Gabare-ს მზის ელექტროსადგურის პროექტში 50%-იანი წილის შეძენა, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

პროექტი ბიალა სლატინას რეგიონში Enery-სთან ერთად ხორციელდება. დაგეგმილი წლიური წარმოება დაახლოებით 0.6 ტერავატ/სთ იქნება, რაც Gabare–ს ბულგარეთში ერთ-ერთ უდიდეს მზის ენერგიის პროექტად აქცევს.

შეთანხმების ფარგლებში, OMV Petrom ხელს მოაწერს ელექტროენერგიის შესყიდვის გრძელვადიან ხელშეკრულებას (PPA), რომელიც ქარხნის გამომუშავების 50%-ის შესყიდვას ითვალისწინებს.

ვრცლად interfax – ზე