Instagram-ის გენერალური დირექტორის ადამ მოსერის განკარგულებით, 2 თებერვლიდან ყველა თანამშრომელს კვირაში 5 დღის გატარება ოფისში ფიზიკურად მოუწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ დისტანციური ან ჰიბრიდული მუშაობის რეჟიმი Instagram-ში დასრულებულია.
შიდა მემორანდუმის მიხედვით Instagram-ის ხელმძღვანელმა, ადამ მოსერიმ, თანამშრომლებს უთხრა, რომ Instagram-ი აშშ-ში დასაქმებული თანამშრომლებისგან, რომლებსაც სამუშაო მაგიდები აქვთ, ოფისში სრული განაკვეთით მუშაობა ელის. თუმცა მოსერიმ განმარტა, რომ არსებობს გამონაკლისები. მაგალითად, Instagram არ ელის, რომ ნიუ-იორკელი თანამშრომლები სრული განაკვეთით დაბრუნდებიან მანამ, სანამ კომპანია სივრცის შეზღუდვას არ შეამსუბუქებს.
„2026 წელი რთული იქნება, ისევე როგორც 2025 წელი, მაგრამ მე აღფრთოვანებული ვარ ჩვენი იმპულსით და მომავალი წლის გეგმებით“, - წერს მოსერი მემორანდუმში.