ფინური სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებელი Nokia 2040 წლისთვის სათბურის გაზების ნულოვანი ემისიების მიღწევას გეგმავს. ამის შესახებ MarketWatch წერს.
ადრე კომპანია ამას 2050 წლისთვის აპირებდა.
ამავე დროს, Nokia კიდევ უფრო დააჩქარებს საკუთარი საქმიანობის დეკარბონიზაციას. მანამდე მან განაცხადა, რომ აპირებს 2030 წლისთვის 2019 წელთან შედარებით პირდაპირი (Scope 1) და არაპირდაპირი (Scope 2 და 3) ემისიების განახევრებას.
გამონაბოლქვის შემცირების ძალისხმევის ფარგლებში, კომპანია ყურადღებას გაამახვილებს ისეთ სფეროებზე, როგორიცაა პროდუქტის განვითარება, ინოვაცია, დაბალი ნახშირბადის ელექტროენერგია, ენერგიისა და მასალის ეფექტურობა და ნახშირორჟანგის ატმოსფეროდან მოცილება.