ნულოვანი ემისიების სატრანსპორტო ზონები შეიქმნა ნიდერლანდების 15 ქალაქში, მათ შორის ამსტერდამსა და როტერდამში. 2030 წლისთვის ასეთ ზონებს კიდევ 14 ქალაქი შემოიღებს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ამ კვარტალებში, გარემოს დამაბინძურებელი სატვირთო მანქანები და ფურგონები ვეღარ შევლენ. მაგალითად, ეს გავლენას მოახდენს კომერციულ მიწოდებებზე, რომელთა მოცულობა მკვეთრად გაიზარდა COVID-19 პანდემიის გამო ჩაკეტვის დროს.