NASA-ს კოსმოსურმა სააგენტომ მარსზე ცხოვრების სიმულაციის ექსპერიმენტი დაიწყო. ექსპერიმენტის დროს ოთხი მოხალისე ჩაკეტილ სივრცეში ერთი წლით მარსთან მიახლოებულ პიროებებში იცხოვრებს.
მოხალისეები ჯერ კიდევ აპრილში შეირჩნენ, მაგრამ მათი სახელები გასაიდუმლოებული იყო. ახლა ცნობილია, რომ დახურულ სივრცეში 378 დღეს ერთად გაატარებენ მკვლევარი კელი ჰიუსტონი, სამოქალაქო ინჟინერი როს ბროკუელი, სასწრაფო დახმარების ექიმი ნათან ჯონსი და აშშ-ის საზღვაო ფლოტის მიკრობიოლოგი ანკა სელარიუ. 30-იდან 55 წლამდე „ჯანმრთელი, მოტივირებული“ აშშ-ის მოქალაქეების შერჩევა 2021 წელს დაიწყო.
NASA-ს განცხადებით, სურს ექსპერიმენტი მაქსიმალურად მარსიანული გახადოს, რაც არა მხოლოდ იზოლაციას, არამედ დამატებით ხელოვნურ სტრესს გულისხმობს, როგორიცაა რესურსების შეზღუდვა, აღჭურვილობის უკმარისობა და მძიმე დატვირთვა. ექსპერიმენტის მონაწილეებსა და გარე სამყაროს შორის 22 წუთიანი კომუნიკაციის შეფერხებაც კი მოხდება, თითქოს ეს რეალურობაში დაფიქსირდა.
ექსპერიმენტი 25 ივნისს დაიწყო.