„ნაგვის დედოფალი“, ტოქსიკურ ნარჩენებთან დაკავშირებული დიდი სკანდალის გამო, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა
სამშაბათს, 3 სექტემბერს, სტოკჰოლმში (შვედეთი) ტოქსიკური ნარჩენების უკანონო უტილიზაციის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი იწყება. ეს საქმე გარემოსდაცვით სფეროში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მსხვილმასშტაბიან კრიმინალურ შემთხვევად მიიჩნევა. ნარჩენების მართვის სექტორში ცნობილ კომპანიას ბრალად ედება სტოკჰოლმის ტერიტორიიდან დაახლოებით 200 ათასი ტონა ნარჩენის 21 ადგილზე გატანა, გადაყრა ან დამარხვა, მათი სათანადო გადამუშავების გარეშე. „მძიმე გარემოსდაცვით დანაშაულში“ ბრალდებულებს შორის არის კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ბელა ნილსონი, - ყოფილი სტრიპტიზიორი, რომელიც ოდესღაც საკუთარ თავს „ნაგვის დედოფალს“ უწოდებდა. პროკურორებმა განაცხადეს, რომ ტოქსიკურ ნარჩენებში დიდი რაოდენობით შემავალი ტყვია, ვერცხლისწყალი, დარიშხანი და სხვა ქიმიკატები გამოიყოფა ჰაერში, ნიადაგსა და წყალში, რაც საფრთხეს უქმნის „ფლორას, ასევე ადამიანების და ცხოველების ჯანმრთელობას“.
მათივე მტკიცებით, აწ უკვე გაკოტრებული კომპანია „Think Pink“ „ნარჩენებს ისე ანადგურებდა, რომ მათ გადამუშავებას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესაბამისად არ ახდენდა ან ამის გაკეთება არ შეეძლო“. ნარჩენები მოიცავდა ყველაფერს, სამშენებლო მასალებიდან დაწყებული და ელექტრონიკით, ლითონებით, პლასტმასით, ხეებით, საბურავებითა და სათამაშოებით დამთავრებული. „Think Pink“-მა დაუხარისხებელი და მიტოვებული ნაგვის გროვები დატოვა“, - ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში. ბრალი ასევე წაყენებული აქვთ: „ნაგვის დედოფლის“ ყოფილ ქმარს ნილსონ ტომასს, ექსცენტრიულ მეწარმესა და კომპანიის დამფუძნებელს ლეიფ ივან კარლსონს, რომელიც რეალითი შოუში მისი უჩვეულო ცხოვრების წესის წყალობით აღმოჩნდა და „ნარჩენების ბროკერს“, რობერტ სილვერსტენს.
როგორც თანამონაწილეს, ბრალი წაუყენეს, გარემოსდაცვით კონსულტანტ მაგნუს კარლსონსაც, რომელიც კომპანიას ინსპექტირების გავლაში დაეხმარა. რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას 11-ვე ბრალდებული უარყოფს. 2018 წლიდან 2020 წლამდე, კომპანიის აყვავების პერიოდში, სამშენებლო ნარჩენების ტომრებს სტოკჰოლმის ბევრი ქუჩის ტროტუარზე ნახავდით, თავად კომპანიამ კი პრესტიჟული შვედური ბიზნეს ჯილდო ორჯერ მოიგო.
ცეცხლმოდებული ნაგავსაყრელები
„Think Pink“-ს, სამშენებლო ნარჩენების გატანისა და უტილიზაციისთვის, მიმართავდნენ და ქირაობდნენ მუნიციპალიტეტები, სამშენებლო კომპანიები, მრავალბინიანმა კოოპერატივები და კერძო პირები. მაგრამ 2020 წელს, როდესაც კომპანიის მფლობელები დააკავეს, ბიზნესმა კრახი განიცადა. ბელა ნილსონმა, რომელმაც სახელი შეიცვალა და ფარიბა ვანკორი გახდა, შვედურ მედიას განუცხადა, რომ კომპანია კანონიერად მოქმედებდ და ის ბიზნეს-კონკურენტების მხრიდან შეთქმულების მსხვერპლი გახდა. „მას ამ ყველაფრის დასაბუთება შეუძლია“, - განუცხადა ორშაბათს მისმა ადვოკატმა, იან ტიბლინგმა გაზეთ Dagens Nyheter-ს.
„Think Pink“-ის საქმე, რომელიც შვედეთის გარემოსდაცვით სფეროში ჩადენილ ყველაზე მსხვილმასშტაბიან დანაშაულად მიიჩნევა, 45 000-ზე მეტი გვერდისგან შედგება. ამ საქმეზე 150 მოწმემ უნდა მისცეს ჩვენება. ერთ-ერთმა პროკურორმა, ლინდა შონმა Dagens Nyheter-ს განუცხადა, რომ მათ მოუწიათ ბრალდება 21 ობიექტით შემოეფარგლათ, რადგან სხვა ობიექტების მოძიებისა და შესწავლისთვის დრო არ ეყოთ. „შესაძლოა არის კიდევ რამდენიმე ადგილი, რომლის მოძიებაც ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ 21 ადგილიც საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ დანაშაულს სისტემური ხასიათი ჰქონდა“, - აღნიშნა მან. რამდენიმე მუნიციპალიტეტმა, დასუფთავებისა და დეზაქტივაციისთვის, ხარჯების ანაზღაურება მოითხოვა, საერთო ჯამში, 260 მილიონი შვედური კრონას (25,4 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით.

წყარო: 1 არხი - საზოგადოებრივი მაუწყებელი