ორგანიზაცია Rankingroyals-მა statista-ს მონაცემებზე დაყრდნობით ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები გამოავლინა. როგორც აღმოჩნდა, 2023 წლის აპრილის მდგომარეობით, 30 წლამდე ულტრა მდიდრები, 2023 წლის მონაცემებით, 13 ახალგაზრდაა.

ყველაზე ახალგაზრდები არიან კლემენტე დელ ვეკიო და კიმ იუნგ-იუნი, რომელთაგან არცერთს ჯერ არ მიუღწევია 20 წლის ასაკისთვის. ორივე მოზარდის წარმატებული მამა, ლეონარდო დელ ვეკიო და კიმ იუნგ-ჯუ 2022 წელს გარდაიცვალნენ და შვილებს აქციები დაუტოვეს.

უმდიდრესი ახალგაზრდა მილიარდერების სიის სათავეში მოხვდა Red Bull-ის მემკვიდრე მარკ მატეშიცი, რომლის მამა - დიტრიხი 2022 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.