მსოფლიოს 45 ქვეყანა სურსათის მიმართულებით საგარეო დახმარებას საჭიროებს. 45 ქვეყანაში შიმშილის შემაშფოთებელი მდგომარეობის მთავარი მიზეზი სურსათზე ადგილობრივად მომატებული ფასებია, რაც FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის მაჩვენებლისგან განსხვავდება.
ამ ქვეყნებს შორისაა უკრაინა, ვენესუელა, 33 ქვეყანა აფრიკის კონტინენტიდან და 9 – აზიიდან.
ანგარიშის მიხედვით, თუ 2023-ში მსოფლიო მარცვლეულის წარმოების 1.1%-ით გაზრდა ივარაუდება წინა წელთან შედარებით, იგივე მაჩვენებელი დაბალი შემოსავლის 44 ქვეყანაში, შემცირდება, რაც იმპორტის საჭიროებს გაზრდის.
კვარტალურ ანგარიშში მოცემულია დეტალური ინფორმაცია სურსათის უსაფრთხოებისა და ფასების ტენდენციის შესახებ, რაც, ამ მხრივ, მოწყვლად ქვეყნებში მოსახლეობაზე აისახება. ანგარიში, ასევე, გვაწვდის რეგიონული წარმოებისა და ვაჭრობის პროგნოზების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.