ბრაუზერ Firefox-ის შემქმნელის, Mozilla-ს მთავარ აღმასრულებელ დირექტორად, ენტონი ენზორა-დემეო დაინიშნა  – ინფორმაცია კომპანიამ გაავრცელა.

ის დროებით აღმასრულებელ დირექტორს, ლორა ჩემბერსს შეცვლის, რომელიც კომპანიას ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ჩემბერსი Mozilla-ს დირექტორთა საბჭოში დარჩება.

ცოტა ხნის წინ ენზორ-დემეო Firefox-ის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობას აჯიტ ვარმა დაიკავებს.

Mozilla-ს ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა გამოაცხადა Firefox-ის ეკოსისტემისა და Mozilla-ს პროდუქტების ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ფუნქციებით გაფართოების განზრახვა. ამავდროულად, ის გეგმავს, შეამციროს კომპანიის დამოკიდებულება საძიებო სისტემიდან მიღებულ შემოსავალზე მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

ვრცლად interfax - ზე