მაკროეკონომიკური ზეწოლა, გეოპოლიტიკური არასტაბილურობა და 2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი ამ ზაფხულს გლობალურ მოგზაურობაზე მოთხოვნას აკორექტირებენ, ამავდროულად, მოგზაურები არ ამბობენ უარს მოგზაურობაზე, თუმცა დანიშნულების ადგილის შერჩევასა და ბიუჯეტის დაგეგმვას გაცილებით უფრო შეგნებულად უდგებიან, ნათქვამია ანალიტიკური კომპანია Sojern-ის მიერ ჩატარებულ ახალ კვლევაში.

წლის მთავარი სპორტული ღონისძიება - ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართა - მოთხოვნის ძლიერ მამოძრავებელ ფაქტორად იქცა. თუმცა, მოლოდინების საწინააღმდეგოდ, მან ტურიზმის საერთო მოცულობა არ გაზარდა, პირიქით, ის კონკრეტული მასპინძელი ქალაქებისკენ გადაიტანა.

ანალიტიკოსები აშშ-სა და კანადაში მკვეთრ ზრდას აღნიშნავენ: გასულ წელთან შედარებით ჰიუსტონის მიმართულებით ფრენებზე მოთხოვნა 10.4%-ით, დალასის მიმართულებით - 8.7%-ით, ხოლო ნიუ-იორკის მიმართულებით - 8.8%-ით გაიზარდა. კანადის ქალაქ ვანკუვერში სასტუმროს ნომრის საშუალო ტარიფი (ADR) 17.1%-ით გაიზარდა.

თუმცა, საფეხბურთო ფესტივალმა ყველას არ შეუწყო ხელი. რამდენიმე მასპინძელ ქალაქში მაღალი ფასებით შეშინებული რეგულარული ტურისტების გადინება დაფიქსირდა. სიეტლის მიმართულებით ფრენებზე მოთხოვნა 20.6%-ით შემცირდა. მექსიკა კიდევ უფრო მეტად დაზარალდა: მეხიკოს მიმართ ინტერესი 24.9%-ით, ხოლო გვადალახარას მიმართ - 25%-ით შემცირდა.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე