მოლდოვას მომავალი ევროპაშია! ამ ისტორიული წინგადადგმული ნაბიჯით, მოლდოველმა ხალხმა დემოკრატიის, იმედისა და შესაძლებლობების გზა აირჩია. მათ ევროპა აირჩიეს, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა მოლდოვაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს.
„ევროპა მოლდოვაა. მოლდოვა ევროპაა“, - წერს რობერტა მეცოლა.
ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 99.91 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.16 პროცენტით ლიდერობს.