ზელენსკი დიპლომატიის მასტერკლასს ატარებს და ძალზე  “ფასეული-ძვირადღირებული  ბერკეტით”  წარმოდგება მოლაპარაკებათა მაგიდაზე, სადაც სარფიან გარიგებას სთავაზობს დონალდ ტრამპს -  უკრაინის მხარდაჭერისა და ომის დასრულების ღირსეული პირობების, ძლიერი პოზიციების  უზრუნველყოფის ნაცვლად.

“არის ოქრო, არის ქვანახშირი, არის ტიტანი, რკინა, მანგანუმის მადნები,” — ზელენსკიმ Reuters-ის ჟურნალისტებს  უკრაინის სასარგებლო წიაღისეულისა და იშვიადი მეტალების ინფოგრაფიკული რუკა აჩვენა.

უკრაინის პრეზიდენტის მთავარი აქცენტები  REUTERS-ისთვის გამართული  პრეზენტაციიდან უკრაინის სასარგებლო წიაღისეულთან დაკავშირებით:

“ ჩვენ ვეუბნებით ამერიკელებს, მოდით გავაკეთო ფული ერთად - ჩვენ მოხარულები ვიქნებით იმ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაზე, რომელიც დაგვიცავს ჩვენ და იქნება ჩვენი უსაფრთხოების გარანტორი”. 

“რუკა გადაეცა ტრამპის გუნდს. აშშ-ს ეს რესურსები  სჭირდება ავიაციის, კოსმოსური ინდუსტრიისა და მედიცინის განვითარებისთვის. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ აღნიშნულ საკითხზე ტრამპის გუნდთან- აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელთან უკრაინის საკითხებზე, კიტ კელოგთან და მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცთან. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.” .

“უკრაინას გააჩნია ურანის ყველაზე დიდი რეზერვები ევროპის კონტინენტზე და თქვენ წარმოიდგინეთ- თუ ეს სიმდიდრე რუსების, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის  ხელში ჩავარდება, ისინი მნიშვნელოვნად გამდიდრდებიან”. 

“ტრამპს სრულიად შეუძლია პუტინი დონბასიდან გააძევოს, რათა აშშ-მ იქ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება დაიწყოს”

“ რუსებმა დაიკავეს ტერიტორიები უნიკალური სახეობის ქვანახშირით, რომელიც ჩვენ აღარ გვაქვს და ახლა მას დნესტრისპირეთში  გზავნიან თავიანთი  ელექტროსადგურების მუშაობისთვის”;

" რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის 20%-მდე დაიკავეს; "

“უმჯობესია,  თუ უკრაინაში ამერიკული ბიზნესი შემოვა, იმუშავებს და გამოიმუშავებს თანხას- ეს გაცილებით უკეთესი და მომგებიანი ვარიანტია იმაზე, ვიდრე მეზობლის ყოლა,  რომელმაც უბრალოდ მოგვპარა ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის”.

წყარო: